კონტაქტის წაშლა
როგორ წავშალო კონტაქტი?
კონტაქტის წაშლის სამი გზა არსებობს:
- კონტაქტის ნომრის შავ სიაში დამატება
- ერთი კონტაქტის წაშლა
- რამდენიმე კონტაქტის ერთდროულად წაშლა
კონტაქტის წაშლა შავ სიაში დამატებით
კონტაქტის შავ სიაში დამატების შემდეგ, ის ავტომატურად წაიშლება კონტაქტების სიიდან
გაიგეთ მეტი კონტაქტის შავ სიაში დამატების შესახებ
ერთი კონტაქტის წაშლა
- გადადით კონტაქტებში
- ცხრილში აირჩიეთ სასურველი კონტაქტი და დააჭირეთ ...
- აირჩიეთ წაშლა ვარიანტი
- მოდალურ ფანჯარაში დააჭირეთ წაშლა
რამდენიმე კონტაქტის ერთდროულად წაშლა
- გადადით კონტაქტებში
- აირჩიეთ რამდენიმე კონტაქტი checkbox-ების გამოყენებით
- კონტაქტის შექმნის ღილაკის გვერდით დააჭირეთ წაშლის ღილაკს, რომელიც სანაგვე ურნას ჰგავს
- მოდალურ ფანჯარაში დააჭირეთ წაშლა
ნომრები წარმატებით წაიშალა